კახა კალაძე თბილისის „ლოკომოტივსა“ და „დინამო თბილისს“ ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე გასვლას ულოცავს

23:43, 17.09.2020

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის „ლოკომოტივსა“ და „დინამო თბილისს“ ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე გასვლას ულოცავს.

„კიდევ ერთი გამარჯვება და ქართული ფეხბურთის მორიგი წარმატება – თბილისის „ლოკომოტივმა” მოსკოვის „დინამო” 2:1 დაამარცხა და ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე გადავიდა. ასევე, გამარჯვებით დასრულდა „დინამო თბილისის” შეხვედრა უელსის ჩემპიონ „ქონას ქი ნომედსთან“ და „დინამო თბილისი“ ევროპა ლიგაზე განაგრძობს ასპარეზობას. გილოცავთ!“,- წერს კალაძე „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

თბილისის „ლოკომოტივმა“ უეფა-ს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოსკოვის „დინამოს“ „მიხეილ მესხი 2“-ზე უმასპინძლა და 2:1 მოიგო. ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა „დინამო თბილისიც“.„დინამო თბილისი“ რექსემში, „რეისქურსგრაუნდზე“ უელსის ჩემპიონ „ქონას ქი ნომედსის“ ესტუმრა და 0:1 დაამარცხა.

მსგავსი