კახა კალაძე - თბილისის ისტორიულ ნაწილში თუ იქნება მოსახლეობის თანხმობა, შენობა-ნაგებობების გამოსყიდვა განხორციელდება
კახა კალაძე - თბილისის ისტორიულ ნაწილში თუ იქნება მოსახლეობის თანხმობა, შენობა-ნაგებობების გამოსყიდვა განხორციელდება

თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც 2026 წლიდან დაიწყება, დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ მოსახლეობის თანხმობა თუ იქნება, შენობა-ნაგებობების გამოსყიდვა განხორციელდება.

ამასთან, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ეს შენობა-ნაგებობები გარემონტდება და გასაყიდად აუქციონზე გამოვა, რათა ახალმა მესაკუთრემ სათანადოდ მოუაროს ქალაქის ისტორიულ მემკვიდრეობას.

„შენობა-ნაგებობებს გამოვისყიდით, თუ იქნება მოსახლეობის თანხმობა, გავალამაზებთ, შევინარჩუნებთ და გამოვიტანთ აუქციონზე, გავყიდით, რომ შემდეგ მოუაროს იმ მფლობელმა, ვის საკუთრებაშიც იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დაინტერესების შემთხვევაში აუქციონში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობის მიღება.