კახა კალაძე - ტაქსის მძღოლები იაფი კრედიტით ისარგებლებენ
კახა კალაძე - ტაქსის მძღოლები იაფი კრედიტით ისარგებლებენ

A კატეგორიის ტაქსის მძღოლები იაფი კრედიტით ისარგებლებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძე აღნიშნა, ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით  ვაუჩერების გაცემის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.

„ამ ეტაპისთვის საკმარისი რაოდენობის ვაუჩერია გაცემული და მათგან რამდენიმე ასეული უკვე განაღდებულია. კიდევ ერთი საკითხი, რაც გამოიკვეთა ტაქსის მფლობელების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრისას, არის ის, რომ მათი შემოსავალი არსად არის აღრიცხული და ამის გამო, მათ უჭირთ ბანკში სესხის აღება, განვადების გაკეთება და ა.შ. ამიტომ ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია არსებულ საბანკო სექტორთან და უახლოეს დღეებში მოხდება კონკრეტული შეღავათიანი საბანკო პროდუქტების შეთავაზება A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის“, განაცხადა კახა კალაძემ.