კახა კალაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ განახორციელებს ფრენებს, ამას სწავლობენ შესაბამისი სამსახურები
კახა კალაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ განახორციელებს ფრენებს, ამას სწავლობენ შესაბამისი სამსახურები

როგორც ფრენები, ასევე უვიზო მიმოსვლა ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, მგონი, ხვალ უკვე დაიწყება პირდაპირი ფრენები, რაც ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, რომ სხვა ქვეყნის გავლის საშუალებით კი არა, პირდაპირ შეძლოს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამგზავრება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ვერცერთი სანქცირებული კომპანია საქართველოში ფრენებს ვერ განახორციელებს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ განახორციელებს ფრენებს. ამას სწავლობენ შესაბამისი სამსახურები. დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყნებიდან ამოღებულია აფხაზეთი, რაც ძალიან კარგია. ძალიან დიდი პრობლემა არის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის. ჩვენმა ხელისუფლებამ აღნიშნული პოლიტიკით, რომელსაც ატარებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და დაბრუნება მოვახერხოთ. ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობით, ძლიერი ეკონომიკური განვითარებით, გონიერებით, წინსვლით, განათლებით“, – განაცხადა კალაძემ.