კახა კალაძე - „სითი პარკი“ ცდილობს, პროცესები პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად
კახა კალაძე - „სითი პარკი“ ცდილობს, პროცესები პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად

„სითი პარკის“ მხრიდან არის მცდელობა, რომ კომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „სით პარკს“ ხელშეკრულების კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო შეუწყდა.

„მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციის ყოველგვარი მცდელობა საფუძველს არის მოკლებული და არავის მივცეთ იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში. 10 აპრილამდე ეს კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ხოლო 10 აპრილიდან ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ამ სამუშაოს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. ჩვენ ბიზნესთან გვაქვს ჯანსაღი, სამართლებრივ საფუძვლებზე დამყარებული ურთიერთობა. მერიის კარი ყოველთვის ღიაა ბიზნესსექტორისთვის. მივესალმებით როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელ ინვესტორებს, ასევე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მათ ისრაელის კომპანიებისთვის მერიის კარი ყოველთვის ღიაა. მინდა, ვთქვა, რომ მზად ვართ, განვიხილოთ მათი წინადადებები და ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას ჩვენს ქალაქში. მინდა, ასევე გითხრათ, რომ შემოსული ჯარიმების თანხები, ყოველი თეთრი იქნება მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ სატრანსპორტო სისტემა განვავითაროთ მომდევნო წლების განმავლობაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.