კახა კალაძე - შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები მიუღებელია, საზოგადოების შეშფოთებას საფუძველი აქვს
კახა კალაძე - შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები მიუღებელია, საზოგადოების შეშფოთებას საფუძველი აქვს

ბოლო დროს შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები მიუღებელია და საზოგადოების აღშფოთებას, შეშფოთებას საფუძველი აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

ამასთან, კალაძემ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ინიციატივაზე, მოხდეს შეწყალების ახალი წესების შემუშავება.

„როდესაც პირველად იქნა გადაწყვეტილება მიღებული შეწყალებასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ ჩვენ პრეზიდენტის განცხადება მოვისმინეთ კანონის გადახედვასთან დაკავშირებით, რომელიც ანიჭებს მას შესაბამის უფლებამოსილებას. შესაბამისად, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ვფიქრობ, მორატორიუმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწორედ ამის გამო მიიღო“, – აღნიშნა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.