კახა კალაძე - შეუფასებელია პატრიარქის ღვაწლი საქართველოში სულიერების გაძლიერებაში
კახა კალაძე - შეუფასებელია პატრიარქის ღვაწლი საქართველოში სულიერების გაძლიერებაში

თბილისის მერი კახა კალაძე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს 85 წლის იუბილეს ულოცავს.

„სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ 85 წლის იუბილეს. ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. შეუფასებელია მისი 40-წლიანი ღვაწლი საქართველოში სულიერების გაძლიერებასა და ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებაში. ვუსურვებ დიდხანს, ძველებური შემართებით, სიბრძნით და მოყვასისადმი სიყვარულით ეზრუნოს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის“, – ნათქვამია დედაქალაქის მერი მილოცვაში.