კახა კალაძე - შეუძლებელია, სიტყვებით ასახო შემზარავი რეალობა, რომელიც სტიქიამ დაგვატეხა თავს, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, საქართველო ლოცულობს დაკარგულთა გადასარჩენად
კახა კალაძე - შეუძლებელია, სიტყვებით ასახო შემზარავი რეალობა, რომელიც სტიქიამ დაგვატეხა თავს, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, საქართველო ლოცულობს დაკარგულთა გადასარჩენად

რაჭაში მომხდარმა სტიქიამ შეძრა საქართველო. შეუძლებელია, სიტყვებით ასახო ის შემზარავი რეალობა, რაც სტიქიამ დაგვატეხა თავს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მთელი გულით ვუსამძიმრებ შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს! მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე სამუშაოებში ჩვენს გმირ მაშველებთან ერთად მონაწილეობს. ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაკარგულთა გადასარჩენად“, – აღნიშნავს კახა კალაძე.