კახა კალაძე - შესაბამისი სამსახური ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ დაცული იყოს ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება
კახა კალაძე - შესაბამისი სამსახური ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ დაცული იყოს ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პენიტენციური სამსახურია პასუხისმგებელი.

როგორც კალაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თუ რაიმე ღონისძებაა გასატარებელი, ამას პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს.

„ყველაფერზე პასუხისმგებელია პენიტენციური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებას. შესაბამისად, თუ რამე ღონისძიება არის გასატარებელი, თუ რაიმე ნაბიჯებია გადასადგმელი, შესაბამისი სამსახური ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ დაცული იყოს ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება“, – განაცხადა კალაძემ.