კახა კალაძე - შემიძლია დავიტრაბახო, რომ შესაძლოა, ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს
კახა კალაძე - შემიძლია დავიტრაბახო, რომ შესაძლოა, ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს

თბილისს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ადამიანებს უფრო მეტი სტიმული მიეცეთ, გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

„შემიძლია დავიტრაბახო, რომ შესაძლოა, ბევრ ევროპულ, ჩვენზე უფრო ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს. ჩვენი დაპირებაც იყო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო.

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადამიანებს უფრო მეტი სტიმული მივცეთ, გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შესაბამისად, ეს რეფორმა წამოწყებულია, რომ გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე იყოს კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი. ამისთვის არის ზუსტად წამოწყებული ის რეფორმა, რომელიც უკავშირდება ჩვენს სატრანსპორტო კომპანიას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი