კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისისთვის უნდა ველოდოთ
კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისისთვის უნდა ველოდოთ

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძე აცხადებს, ჯერ არ აქვთ მითითებები, როგორი უნდა იყოს წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დროს.

კალაძის თქმით, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დედაქალაქის მერია და შესაბამისი სამსახურები მზადყოფნაშია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქის მოსახლეობას მოემსახუროს.

„ზუსტი თარიღი უცნობია. ჩვენ ეგ ინფორმაცია არ გვაქვს. ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დავსვი, რადგან საზოგადოებაში ძალიან დიდი მოთხოვნაა. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის, თუ როგორი უნდა იყოს წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა იხელმძღვანელოს.

ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დედაქალაქის მერია და შესაბამისი სამსახურები მზადყოფნაშია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას. დარგის სპეციალისტების რეკომენდაციებს ველოდებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისისთვის უნდა ველოდოთ“,- განაცხადა კალაძემ.