კახა კალაძე - სავალდებულო ტექინსპექტირება გადადებული იქნება ყველა ავტომობილისთვის, მათ შორის ტაქსებისთვისაც
კახა კალაძე - სავალდებულო ტექინსპექტირება გადადებული იქნება ყველა ავტომობილისთვის, მათ შორის ტაქსებისთვისაც

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სავალდებულო ტექინსპექტირება გადადებული იქნება ყველა ავტომობილისთვის, მათ შორის ტაქსებისთვისაც.

თბილისის მერის ინფორმაციით, ტაქსის მძღოლებისთვის სავალდებული ინსპექტირებასთან ერთად ლიცენზიის მიღებაც დროებით იქნება შეჩერებული.

„საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან ტექინსპექტირების თემა იყო გადადებული. თქვენ იცით, რომ ტაქსის ლიცენზიის აღება დაკავშირებულია ტექინსპექტირებასთან, შესაბამისად ლიცენზიის მიღება დროებით იქნება შეჩერებული და ის ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ვალდებულება ჰქონდათ ტექინსპექტირების გავლის და თუ ამას არ შეასრულებდნენ ჯარიმას მიიღებდნენ, ესეც გადავადებული იქნება და არ ექნებათ პრობლემა. სავალდებულო ტექინსპექტირება გადადებულია ყველასთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.