სარაჯიშვილის გამზირზე ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს [ფოტო]
სარაჯიშვილის გამზირზე ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს [ფოტო]

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო.

კახი კალძის განცხადებით, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა სრულად მაისში აღდგება.

„სარაჯიშვილის ქუჩაზე, მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების რებილიტაცია მიმდინარეობს. მთლიანად ახალი ხიდი გაკეთდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დამთავრება. საკმაოდ მასშტაბური პროექტია. ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. მაისში სრულად აღდგება საავტომობილო მოძრაობა და ავჭალაში გვექნება განახლებული თანამედროვე ხიდი“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ხიდზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს 18 და 31-მეტრიანი კოჭების მონტაჟი, რომელიც ჯამში 42 ერთეულია.

„სამუშაოების ფარგლებში სრული დემონტაჟი ჩაუტარდება მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს, როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს და მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 057 871 ლარი დაიხარჯება.