კახა კალაძე - საქართველოში ინვესტიციებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, თითოეული ინვესტიცია მნიშვნელოვანია და ძალიან ვუფრთხილდებით
კახა კალაძე - საქართველოში ინვესტიციებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, თითოეული ინვესტიცია მნიშვნელოვანია და ძალიან ვუფრთხილდებით

საქართველოში ინვესტიციებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ინვესტიცია მნიშვნელოვანია, რაც ქვეყანაში ხორციელდება.

„ინვესტიციებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება საქართველოში. ჩვენთვის ქვეყნებს არ აქვს მნიშვნელობა, თითოეული ინვესტიცია, რაც ხორციელდება, მნიშვნელოვანია და ყველაფერს ძალიან ვუფრთხილდებით. საეჭვო რეპუტაციის მქონე ისეთი კომპანია, როგორიცაა „ფრონტერა“ და შედეგიც სახეზეა, იცით, არბიტრაჟში დავა მიდიოდა და საქართველომ გაიმარჯვა. ესეც მეტყველებს, რომ აშშ დემოკრატიული ქვეყანაა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია.

გახსოვთ, როგორ ჰქონდათ თემა აწეული, თითქოს, არაკანონიერად და არასწორად ვუდგებოდით ამ კომპანიას, თუმცა შედეგი აბსოლუტურად სხვაა და ეს მნიშვნელოვანია. რა სანქციებზეა საუბარი, როდესაც საქართველო ამ დავაში გამარჯვებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რასაც ედავებოდა ხელისუფლება აღნიშნულ კომპანიას, არა ქუჩიდან მოტანილი, არამედ კონკრეტული თემები იყო, რომელსაც კომპანია არ და ვერ ასრულებდა.