კახა კალაძე - საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია, დატოვოს ციხე
კახა კალაძე - საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია, დატოვოს ციხე

საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია, დატოვოს ციხე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ეს იყო შეთანხმების ნაწილი. მელიას დღესვე შეუძლია, დატოვოს ციხე. მან უნდა გადაიხადოს გირაო და გირაოს გადახდის შემთხვევაში, დღესვე გამოვა გარეთ. რაც შეეხება რურუას, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გააკეთა განმარტებები და ჩვენი მხრიდანაც იყო განცხადებები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა.

„ყოველთვის მივესალმებოდი და მოვუწოდებდი ყველას, შეთანხმება შემდგარიყო. პოლიტიკაში კომპრომისები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა შეთანხმება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.