კახა კალაძე - საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი, რადგან არ დაიწყო ომი ქვეყანაში, არ შევუერთდით სანქციებს, ამის გამოხატულებაა, რასაც ვისმენთ და ვხედავთ
კახა კალაძე - საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი, რადგან არ დაიწყო ომი ქვეყანაში, არ შევუერთდით სანქციებს, ამის გამოხატულებაა, რასაც ვისმენთ და ვხედავთ

საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი, არ დაიწყო ომი ქვეყანაში, არ გახსნა მეორე ფრონტი, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც ისინი ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ.

„ამ ყველაფერს ძალიან მარტივი ახსნა აქვს. საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი, რადგან არ დაიწყო ომი ქვეყანაში, არ გახსნა მეორე ფრონტი, არ გაითვალისწინა კონკრეტული ელჩების მუქარები, მოწოდებები კაბინეტებში, როდესაც პირდაპირ გვემუქრებოდნენ, რომ ჩვენ უნდა დაგვეწყო ომი და შემდეგ გადავსულიყავით პარტიზანულ მოქმედებებზე. ეს ყველაფერი არ გავითვალისწინეთ. არ შევუერთდით სანქციებს და ამით არ ჩამოვაქციეთ ქვეყნის ეკონომიკა, არ გავაუბედურეთ მშრომელი, რიგითი მოქალაქეები, არ დავანგრიეთ მცირე და საშუალო ბიზნესი და ეს არის ყველაფერი იმის გამოხატულება, რასაც ვისმენთ და ვხედავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ხუთმა ევროპარლამენტარმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, კერძოდ კი, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ“.