კახა კალაძე – საქართველო, პირველ რიგში, იმოქმედებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე

13:35, 02.03.2022

საქართველო ყოველთვის იმოქმედებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძემ ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოქმედებს და იმოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„საქართველო ყოველთვის იმოქმედებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. პირველი ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესები იქნება. ასე არის დღეს და ასე იქნება ყოველთვის, ჩვენი ხელისუფლების პირობებში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა:„ შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია. პირველ რიგში, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს, შეფასებებს შემდეგ გავაკეთებ“.

მსგავსი