კახა კალაძე - საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში, ჩვეულებრივი სიბინძურეა, როდესაც ხდება სიცრუის ტირაჟირება
კახა კალაძე - საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში, ჩვეულებრივი სიბინძურეა, როდესაც ხდება სიცრუის ტირაჟირება

საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ „მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევების“ შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ეს არის სიცრუის ტირაჟირება და არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

„ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე, ჩვეულებრივი სიცრუე, როდესაც ხდება სიცრუის ტირაჟირება არასწორი ინფორმაციის გავრცელება. საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში და ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, იხილოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევები და დარწმუნდებით, რომ ჩვენი ქვეყანა არის მოწინავე“, – განაცხადა კახა კალაძემ.