კახა კალაძე - სამწუხაროდ, განსაკუთრებით პიკის საათებში, შეიმჩნევა ავტობუსებში ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა
კახა კალაძე - სამწუხაროდ, განსაკუთრებით პიკის საათებში, შეიმჩნევა ავტობუსებში ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა

სამწუხაროდ, განსაკუთრებით პიკის საათებში, შეიმჩნევა ავტობუსებში ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. მისი თქმით, საკითხზე მიდის მუშაობა და მიღებულ გადაწყვეტილებაზე ორშაბათს ისაუბრებენ.

„ამ ეტაპზე, ერთადერთი მოთხოვნა, რაც არის დარგის სპეციალისტების მხრიდან და პროტოკოლები არის გაწერილი, ეს არის ნიღბით მგზავრობა.

სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს რამდენიმე მარშრუტი, განსაკუთრებით პიკის საათებში, დაახლოებით 15 მარშრუტი არის დილით და საღამოს საათებში, როდესაც შეიმჩნევა ავტობუსებში ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა.

ამასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს მუშაობა და ორშაბათს მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.