კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძე აღნიშნულ ქალაქში მდებარე კომპანიის (IDO SRL) მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო განათებებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა.

იტალიურმა კომპანიამ „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

დატოვე კომენტარი