კახა კალაძე - სამარშრუტო ტაქსების კომპანიამ სისრულეში უნდა მოიყვანოს ვალდებულებები
კახა კალაძე - სამარშრუტო ტაქსების კომპანიამ სისრულეში უნდა მოიყვანოს ვალდებულებები

როდესაც ზაფხულში სამარშრუტო ტაქსებში მძღოლები კონდიციონერს არ რთავდნენ, ეს ასე აღარ იქნება, – განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კომპანიის ხელმძღვანელებმა ვალდებულებები სისრულეში უნდა მოიყვანონ.

“რეგულაციები არსებობს სამარშრუტო ტაქსების მიმართ, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან უამრავი ადამიანი მგზავრობს დღეს ყვითელი სამარშრუტო ტაქსით. ნომერ პირველი ტრანსპორტია, მას ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. შესაბამისად, მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა არის ძალიან პრინციპული და ის, რომ ზაფხულში კონდიციონერს არ რთავდნენ,  ეს ვეღარ და აღარ იქნება, ეს დასრულდება. კეთილი ინებონ კომპანიის ხელმძღვანელებმა და სისრულეში მოიყვანონ ვალდებულებები“,- აღნიშნა კალაძემ.