კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ რა შუაშია, პარტიას თავისი კანდიდატი არ ჰყავს
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ რა შუაშია, პარტიას თავისი კანდიდატი არ ჰყავს

სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან” რა შუაშია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, ხომ არ გამოიწვევს ომის დაწყების საკითხთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირებას, თუ უმრავლესობა გადაწყვეტს მას დაუჭიროს მხარი

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა არავის მიმართ არ დაუფიქსირებია.

„პარტიამ თავისი განცხადება დააფიქსირა, როდესაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება და ყველაფერი იყო ნათლად მიცემული. ვის დაუჭერს „ქართული ოცნება“ მხარს, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი. როგორც ასეთი პარტიას თავისი კანდიდატი არ ყავს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი