კახა კალაძე - საკოორდინაციო საბჭომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რჩევით მიიღო, რათა მობილობა მაქსიმალურად შემცირდეს
კახა კალაძე - საკოორდინაციო საბჭომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რჩევით მიიღო, რათა მობილობა მაქსიმალურად შემცირდეს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რჩევით მიიღო.

მისივე განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი მობილობის შემცირებაა.

„რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვას, ეს გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ, ეპიდემიოლოგების და დარგის სპეციალისტების მოთხოვნით და რჩევით, რათა მობილობა მაქსიმალურად  შემცირდეს. მე ძალიან კარგად მესმის, რომ რთულია ასეთ ვითარებაში ცხოვრება, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი