კახა კალაძე - სადეზინფექციო სამუშაოებს გავაგრძელებთ მთელი ქალაქის მასშტაბით ყველა იმ ქუჩაზე, რომელიც არის ხალხმრავალი
კახა კალაძე - სადეზინფექციო სამუშაოებს გავაგრძელებთ მთელი ქალაქის მასშტაბით ყველა იმ ქუჩაზე, რომელიც არის ხალხმრავალი

სადეზინფექციო სამუშაოებს გავაგრძელებთ მთელი ქალაქის მასშტაბით ყველა იმ ქუჩაზე, რომელიც არის ხალხმრავალი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

დღეს დედაქალაქის მერი ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს თემურ მღებრიშვილთან ერთად გაეცნო.​

„ვაგრძელებთ ქუჩების დამუშავებას შესაბამისი ხსნარებით. გუშინ სამ ლოკაციაზე იქნა ეს ღონისძიებები გატარებული პეკინის ქუჩაზე, კოსტავაზე და ვარკეთილში „ჰუალინგის მიმდებარე ტერიტორიები ჩამოსასვლელი ვარკეთილის მეტრომდე მთლიანად იქნა დამუშავებული. დღეს ქავთარაძეზე მთლიანად იქნება ეს სამუშაოები განხორციელებული, ასევე, გლდანში ვეკუას ქუჩის მიკრო-რაიონებში შემსვლელი გზები. რა თქმა უნდა, ამ პროცესს გავაგრძელებთ მთელი ქალაქის მასშტაბით ყველა იმ ქუჩაზე, რომელიც არის ხალხმრავალი.

ავტომობილების სავალი ნაწილის გარდა, მუშავდება ასევე ტროტუარები და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და გარკვეული წვლილი შეაქვს, მხოლოდ ეს ვერ მოერევა კორონავირუსს, თუმცა პრევენციული ღონისძიებების სახით მნიშვნელოვანია ამის გაკეთება“, – განაცხადა კალაძემ.