კახა კალაძე - საჭიროა გარკვეული კომპრომისები, რათა ვითარება დასტაბილურდეს
კახა კალაძე - საჭიროა გარკვეული კომპრომისები, რათა ვითარება დასტაბილურდეს

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვალდებული არიან, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

მისივე შეფასებით, დიალოგის პროცესში მნიშვნელოვანია კომპრომისები.

„საუბარს, დიალოგს, არსებული სიტუაციის მოლაპარაკების ჩარჩოებში გადატანას არანაირი ალტერნატივა არ აქვს. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ისევე როგორც მმართველი პარტია, ვალდებული ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, გავმართოთ დიალოგი, იქნება ეს ელჩების, ბატონი მიშელის ჩართულობით. უნდა მოხდეს გარკვეული კომპრომისები, რათა სიტუაცია დასტაბილურდეს. ვინ იქნება ირაკლისთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან, ამაზე გუნდში იქნება საუბარი და მოგაწვდით ინფორმაციას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.