კახა კალაძე - საჭიროა ამერიკელ სენატორებთან კომუნიკაცია, მათ მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია, რათა ვინმემ ისინი შეცდომაში არ შეიყვანოს
დედაქალაქს მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საჭიროა ამერიკელ სენატორებთან კომუნიკაცია, მათ მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია, რათა ვინმემ ისინი შეცდომაში არ შეიყვანოს. ასეთი კომენტარი გააკეთა მან ჟურნალისტებთან საქართველოში ამერიკულ ბიზნესთან დაკავშირებით ოთხი კონგრესმენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო და სახაზინო მდივნებისადმი გაგზავნილ წერილზე საუბრისას.
„თუ ეს ის კონგრესმენები, არიან რომლებიც „ფრონტერას“ საქმეში ფუგურირებენ, აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს, რადგან თქვენ იცით, რომ ჩვენმა სახელმწიფომ, რომელიც ჩემიც, თქვენიც, ოპოზიციისაც არის, მოიგო დავა არბიტრაჟში ამ სავარაუდოდ თაღლით კომპანიასთან, რომელსაც „ფრონტერა“ წარმოადგენს. რაც შეეხება სენატორების განცხადებას და წერილებს, რა თქმა უნდა, საჭიროა ამ ადამიანებთან კომუნიკაცია სახელმწიფოს მხრიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომ იყოს ზუსტი და სწორი ინფორმაცია მიწოდებული ამ დავასთან დაკავშირებით, თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს და რა მდგომარეობაა, რომ მათ ქონდეთ სრული ინფორმაცია და ვინმემ შეცდომაში არ შეიყვანონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.