კახა კალაძე - სააკაშვილს სურს არეულობა, მაგრამ არავის გამოუვა რევოლუცია, ხალხის პოლარიზება, კანონის ფარგლებში ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა
კახა კალაძე - სააკაშვილს სურს არეულობა, მაგრამ არავის გამოუვა რევოლუცია, ხალხის პოლარიზება, კანონის ფარგლებში ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია ძირითადად დესტრუქციით, დიდი სურვილი აქვს, შემოიტანოს არეულობა, დაპირისპირება, მაგრამ არავის გამოუვა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, ქართველი ხალხის პოლარიზება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის ფარგლებში ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა.

„სააკაშვილის ასეთი განცხადება პირველი არ არის, ამას ვისმენთ ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი ადამიანი, რომელიც ძირითადად  დაკავებულია დესტრუქციით და ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, დაპირისპირება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ,  არავის არ გამოუვა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, დაპირისპირება, ქართველი ხალხის პოლარიზება და ა.შ. კანონის ფარგლებში ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა“, – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი: „უნდა შევაგუოთ, რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, არ შევასრულებთ შეზღუდვებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.