კახა კალაძე - სააკაშვილი კომიკურ ფიგურად იქცა, მისი განცხადებები საინტერესო არ არის
კახა კალაძე - სააკაშვილი კომიკურ ფიგურად იქცა, მისი განცხადებები საინტერესო არ არის

სააკაშვილი კომიკურ ფიგურად იქცა, მისი განცხადებები საინტერესო არ არის, – ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით კახა კალაძემ შეაფასა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება, სადაც ამბობს, რომ ყველა პოლიციელს საბანკო ვალი უნდა ჩამოეწეროს და პენსია ათას ლარამდე გაეზარდოს.

„სააკაშვილი იქცა კომიკურ ფიგურად და რა თქმა უნდა, არ არის საინტერესო მისი განცხადებები. მე პირადად ყველა შეხვედრის დროს ვამბობ, რომ მაქვს საარჩევნო კამპანია კონკრეტული დაპირებებით, რომელსაც ვპირდები მოსახლეობას, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ ამბიციურ გეგმის რეალიზებას მოვახდენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.