კახა კალაძე რუსთავში „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციას დაესწრო
კახა კალაძე რუსთავში „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციას დაესწრო

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე რუსთავში, პარტიის რეგიონულ კონფერენციას დაესწრო. კალაძემ პარტიის წევრებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა .

„თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ზურგს უმაგრებენ იმ ძალიან დიდ გუნდს, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია. ჩვენი კონსოლიდაცია და ერთად დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წინ გველოდება საპრეზიდენტო არჩევნები და პარტიული საქმიანობის სწორად წარმართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პარტიის რეგიონული კონფერენციები უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები პარტიის წევრებს ხვდებიან.