კახა კალაძე - „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ყველა ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ
კახა კალაძე - „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ყველა ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ

არ ვიცი, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი, გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„არ ვიცი, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი, გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ჩვენ ყველა ვალდებულებები ვართ, დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებას, როგორც რამოდენიმე წლის წინ ჩვენ დავემორჩილეთ იმ გადაწყვეტილებას, როდესაც ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩერა დროებით და ყველა ვალდებულნი ვიყავით, დავემორჩილებოდით. იგივე მიდგომა და დამოკიდებულებაა ახლაც. მე ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე კომენტარი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პატივი უნდა ვცეთ სასამართლო გადაწყვეტილებას. ხელისუფლების ინტერესი არის ქვეყნის განვითარება, წინსვლა, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება. 2012 წლიდან, ამ ქვეყანაში არ ყოფილა შეზღუდული არც არის და არც მომავალში იქნება. ვერავინ გაბედავს იმას, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.