კახა კალაძე - რთული ვითარების მიუხედავად, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეგვიჩერებია
კახა კალაძე - რთული ვითარების მიუხედავად, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეგვიჩერებია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება.

კალაძის თქმით, რთული ვითარების მიუხედავად, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა.

„მე არაერთხელ აღმინიშნავს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიუხედავად ამ რთული ვითარებისა, ჩვენ არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეგვიჩერებია. წლის დასაწყისში ჩვენ ვსაუბრობდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული, თუნდაც ბიუჯეტის, იმ პროექტების თვალსაზრისით, რაც უნდა გაკეთდეს თბილისისთვის“,- განაცხადა კალაძემ.

თუმცა, მისივე თქმით, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, გარკვეული გადახედვები მოუწევთ.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის პროექტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, არ განხორციელდება, პირიქით ყველა პროექტი განხორციელდება, უბრალოდ დღევანდელი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დროში რაღაცები გადაიწევს და ამაზე დამატებით ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით.

ერთი, რაც მინდა, ვთქვა სრული პასუხისმგებლობით, ჩვენ არც ერთ პროექტზე სამუშაოები არ გაგვიჩერებია, შეიძლება ვერ მიმდინარეობდა სამუშაოები იმ ტემპით, როგორც ეს უნდა ყოფილიყო და ვსაუბრობდით წლის დასაწყისში, მაგრამ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული გარემოება და მდგომარეობა, შესაბამისად, ყველა პროექტზე მიმდინარეობდა მუშაობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი