კახა კალაძე - როგორც კი დარგის სპეციალისტების რჩევა და მოწოდება იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაშვებაზე მაშინვე მივიღებთ გადაწყვეტილებას
კახა კალაძე - როგორც კი დარგის სპეციალისტების რჩევა და მოწოდება იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაშვებაზე მაშინვე მივიღებთ გადაწყვეტილებას

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა პირდაპირ დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, როგორც კი დარგის სპეციალისტების მხრიდან იქნება რჩევა, რომ შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაშვება, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერებული იყო ჩვენი მხრიდან ეტაპები შეზღუდვების მოხსნისა, აქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბრძოლა არ დაგვისრულებია, ბრძოლა გრძელდება. შესაბამისად, ყველას მინდა, ვთხოვო, მოვუწოდო, მაქსიმალურად დიდი სიფრთხილე გამოიჩინოთ არსებულ სიტუაციაში. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით არსებულ მდგომარეობას. როგორც კი იქნება დარგის სპეციალისტების მხრიდან რჩევა და მოწოდება, რომ შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაშვება, მაშინვე იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.