კახა კალაძე - რამდენიმე სერიოზული კანდიდატი განიხილება, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ არჩევნების პირველივე ტურში მოიგონ
კახა კალაძე - რამდენიმე სერიოზული კანდიდატი განიხილება, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ არჩევნების პირველივე ტურში მოიგონ

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა მიმდინარეობს და განიხილება რამდენიმე სერიოზული კანდიდატი.

მისივე განმარტებით, მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს აქვთ შესაძლებლობა რომ საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს.

„საპრეზიდენტო კანდიდატს კანონით განსაზღვრულ ვადებში დავასახელებთ. მსჯელობა მიმდინარეობს, განიხილება რამოდენიმე სერიოზული კანდიდატი, რომლებსაც შესაძლებლობა აქვს პირველივე ტურში მოიგონ არჩევნები. ვინ იქნება და როგორ, ამას უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.