კახა კალაძე - რამდენიმე მნიშვნელოვან საპრეზიდენტო კანდიდატზე ვმსჯელობთ
კახა კალაძე - რამდენიმე მნიშვნელოვან საპრეზიდენტო კანდიდატზე ვმსჯელობთ

​რამდენიმე მნიშვნელოვან საპრეზიდენტო კანდიდატზე ვსმჯელობთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა კანდიდატებთან დაკავშირებით. რამდენიმე მნიშვნელოვან კანდიდატზე მიდის მსჯელობა და განხილვა. გვყავს ღირსეული ადამიანები, ვისაც ყველანაირი რესურსი აქვთ იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგონ. თუმცა, მსჯელობის შედეგად რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, უახლოეს მომავალში ესეც ცნობილი იქნება, როგორც კანონით არის გათვალისწინებული. ამ კანონის ფარგლებში, ჩვენც დავსხდებით და საზოგადოებას უახლოეს მომავალში შესაბამის გადაწყვეტილებას გავაცნობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.