კახა კალაძე - რადიკალები ხელწერას არ ცვლიან, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ პირდაპირ კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს, დღეს ფსიქოლოგიური ზეწოლით ახორციელებენ ბულინგს მოქალაქეებზე
კახა კალაძე - რადიკალები ხელწერას არ ცვლიან, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ პირდაპირ კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს, დღეს ფსიქოლოგიური ზეწოლით ახორციელებენ ბულინგს მოქალაქეებზე

რადიკალები ხელწერას არ ცვლიან. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, პირდაპირ კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს, დღეს ფსიქოლოგიური ზეწოლით ახორციელებენ ბულინგს მოქალაქეებზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის შეფასებით, ფაშისტური ქმედებებია, რასაც რადიკალები ახორციელებენ.

„ნახეთ, რა დამოკიდებულება აქვთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების, იმ ადამიანების მიმართ, ვინც, მაგალითად, აქციაზე არ დადის და სხვანაირად ფიქრობს. მიდის მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ზეწოლა, ბულინგი სოციალურ ქსელში, დაგზავნა შეტყობინებების, სატელეფონო ზარები, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. ეს ადამიანები თავიანთ ხელწერას არ ცვლიან. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, პირდაპირ კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღეს ამის რესურსი არ გააჩნიათ და ფსიქოლოგიური ზეწოლით ახორციელებენ ბულინგს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. ამიტომ ძალადობა როდესაც ხდება, ძალადობას მოქალაქეები ძალადობით პასუხობენ. ეს არის ძალიან ცუდი და ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ შევაჩეროთ ეს ყველაფერი, თორემ არ მიგვიყვანს კარგ შედეგებამდე“, – განაცხადა კალაძემ.