კახა კალაძე - ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა და არავის მიეცემა საშუალება, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი გამოყენებული იყოს საზარბაზნე ხორცად
კახა კალაძე - ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა და არავის მიეცემა საშუალება, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი გამოყენებული იყოს საზარბაზნე ხორცად

არავის გამოუვა, რომ ქვეყანაში შემოიტანოს რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლისღვრა, ხელისუფლების დამხობა ბინძური მეთოდებით. სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, მოსახლეობას, მანიფესტანტების ინტერესებს, მათ უსაფრთხოებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში თითოეული ადამიანის უსაფრთხოება დაცული იყოს.

„რატომ კეთდება აღნიშნული კანონპროექტი? განმარტებები იყო გაკეთებული. მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანის უსაფრთხოება დაცული იყოს ამ ქვეყანაში. იმიტომ გახდა საჭირო რომ, განცხადებები იყო გაკეთებული, იგეგმება არეულობები, მიზნობრივი პროვოკაციები, კონკრეტულად – კარვებში, ეს იქნება იარაღის შეტანა, ასაფეთქებელი მასალების შეტანა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, ვინც გეგმავს გადატრიალებას, არეულობას თავიანთი უცხოელი აქტორების ჩართულობით, მაგრამ არავის არაფერი გამოგივათ. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა და არავის მიეცემა საშუალება, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი გამოყენებული იყოს საზარბაზნე ხორცად და მეორე ფრონტი იყოს გახსნილი“, – განაცხადა კალაძემ.