კახა კალაძე - ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა და დამხობა არავის გამოუვა
კახა კალაძე - ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა და დამხობა არავის გამოუვა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა და დამხობა არავის გამოუვა.

ამ კომენტარით კალაძე „მთავარი არხის“ ხელმძღვანელ ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, კანონის დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ჩვენ ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის გამოუვა არც დამხობა, არც გადატრიალების მოწყობა ქვეყანაში. ვინც გაცდება კანონის ჩარჩოებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, ჩვენი ქვეყანა განვითარდება და ჩვენი ქალაქი წინ წავა. ეს ყველაფერი  აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე“ ,- აღნიშნა კახა კალაძემ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.

დატოვე კომენტარი