კახა კალაძე - ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი
კახა კალაძე - ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი

ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, ჰყავს მთავრობა, რომელიც მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში​, გუნდში არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, განიხილება თუ არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა.

„არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი, თუ რაიმე იქნება ცვლილებებთან დაკავშირებით, თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც. ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, ჰყავს მთავრობა, რომელიც მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენ გვყავს პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც არის ძლიერი პრემიერ-მინისტრი და ყოველდღიურად მუშაობენ, რათა უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი