კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ ძალიან მაღალი შედეგით დაასრულებს არჩევნებს და კოალიციის შექმნის საჭიროება არ ექნება
კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ ძალიან მაღალი შედეგით დაასრულებს არჩევნებს და კოალიციის შექმნის საჭიროება არ ექნება

„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, არჩევნები დაასრულოს ძალიან მაღალი შედეგით ისე, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, კახა კალაძემ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც ის აცხადებს, რომ კოალიციური მთავრობის არ სჯერა.

„არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და დღეს ამის აუცილებლობა არ არის. დღეს, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ არჩევნები დაასრულოს ძალიან მაღალი შედეგით ისე, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, „დღეს ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, ვისაც განსხვავებული შეხედულებები აქვს და ეს პოლიტიკური პლურალიზმი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლოდ და მხოლოდ წინგადადგმული ნაბიჯია“.

„დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პარტია და კონკრეტულად, ვინ შევა მომდევნო პარლამენტში“, – განაცხადა კალაძემ.