კახა კალაძე - „ქართულ ოცნებას“ ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, არჩევნები მოიგოს პირველივე ტურში, არანაირი კოალიციური მთავრობის აუცილებლობა არ იქნება
კახა კალაძე - „ქართულ ოცნებას“ ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, არჩევნები მოიგოს პირველივე ტურში, არანაირი კოალიციური მთავრობის აუცილებლობა არ იქნება

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირების აუცილებლობა არ დადგება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს კოალიციური მთავრობის შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელსაც არჩევნების პირველივე ტურში მოგება შეუძლია.

„დღეს საქართველოში ერთადერთი პოლიტიკური პარტია გახლავთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ არჩევნები მოიგოს პირველივე ტურში და არანაირი კოალიციური მთავრობის აუცილებლობა არ იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და ეს ჩანს ყველა კვლევაში.

„ეს ჩანს იმ შეხვედრებზე, იმ კომუნიკაციაში, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს“, – დასძინა კახა კალაძემ.