კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, როგორმე დააზიანოს ქვეყანა
კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, როგორმე დააზიანოს ქვეყანა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. კალაძე აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას თანაბარი შესაძლებლობა აქვს, ამ საკითხის განხილვაში მიიღოს მონაწილეობა.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა, ყველა იმყოფებოდა შეხვედრაზე  – იქ იმყოფებოდნენ არასამთავრობოები, პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსი. კონსენსუსია იმის თაობაზე, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება – პარლამენტი იყოს მრავალპარტიული და ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს. მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება პარლამენტში. „ნაციონალური მოძრაობა“ ემიჯნება ამ გადაწყვეტილებას და ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება. გაუგებარია ჩემთვის მათი ქმედება. მათი მთავარი ამოცანა არის, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, იყოს დამხობის, გადატრიალების მცდელობა, ხალხი დააპირისპიროს ერთმანეთს, რაც არავის გამოუვა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ კონკრეტულ უპასუხისმგებლო ლიდერებს, ვინც ახალგაზრდებს მოუწოდებდა, შევარდნილიყვნენ პარლამენტში და თვითონ გაიპარნენ, აი, ეს იყო რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.