კახა კალაძე - პროფესიონალიზმი, საქმის ცოდნა, პატიოსნება არის ის მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატების შერჩევა ხდება
კახა კალაძე - პროფესიონალიზმი, საქმის ცოდნა, პატიოსნება არის ის მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატების შერჩევა ხდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროფესიონალიზმი და პატიოსნება არის ის კრიტერიუმები, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები შეარჩია.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„პროფესიონალიზმი, საქმის ცოდნა, პატიოსნება – ეს არის მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც ხდება დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატების შერჩევა. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რეალურად, „ქართული ოცნება“ და ჩვენი გუნდი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია, ღირსეულად უპასუხოს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც დღეს გვაქვს თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მრავალი გამოწვევა გაქვს დედაქალაქში, რომელთაც შესაბამისი პასუხი პაუხი სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.