კახა კალაძე - პრეზიდენტი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, ეს იქნება მძიმე გადაწყვეტილება მისთვის და მისი კარიერისთვის 
კახა კალაძე - პრეზიდენტი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, ეს იქნება მძიმე გადაწყვეტილება მისთვის და მისი კარიერისთვის 

არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართულად დადგმული სპექტაკლი, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ თავად მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა დამნაშავემ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

„საერთოდ ყველაფერი დადგმულია, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონელის – აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით, რასაც დღეს ვუყურებთ, ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვადასხვანაირი კონტრაქტები, ხელშეკრულებები, თუ როგორ უნდა წარიმართოს პიარკამპანია“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, – სასჯელის გადავადებაზე პრეზიდენტს პოზიცია როგორი უნდა იყოს? – კახა კალაძემ აღნიშნა: „ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. პრეზიდენტი თუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და მისი კარიერისთვის. ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება, არ ვიცი, ეს ალბათ თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ“.

კითხვაზე, 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები იგეგმება სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში, თბილისის მერმა განაცხადა: „არაფერი, იგივე იმ სპექტაკლის ნაწილია, რაზეც საუბრის დასაწყისში განვმარტე“.