კახა კალაძე - ორმა თაღლითმა „ნაციონალმა“ პროვოკაცია სცადა, თუმცა არ გამოუვიდა
ორმა თაღლითმა „ნაციონალმა“ პროვოკაცია სცადა, თუმცა არ გამოუვიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ვარკეთილში, სკვერის გახსნაზე მოხდა და რომლის მონაწილეებმაც კალაძე ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.
კახა კალაძის თქმით, ინციდენტში ადგილობრივი მოსახლეობა არ მონაწილეობდა.
„ინციდენტთან ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი კავშირი არ აქვს. ორი თაღლითი „ნაციონალი“ იყო მოსული, რომლებსაც ქონდათ მცდელობა, დაეგეგმათ პროვოკაცია, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.