კახა კალაძე - ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ რუსეთის ჰიმნის ჩართვა არ გამკვირვებია, ეს არის ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება წინ გადადგმულ ნაბიჯებს და ევროინტეგრაციას
კახა კალაძე - ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ რუსეთის ჰიმნის ჩართვა არ გამკვირვებია, ეს არის ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება წინ გადადგმულ ნაბიჯებს და ევროინტეგრაციას

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის ჩართვა არ გაჰკვირვებია.

კალაძის თქმით, ეს ის ჯგუფია, რომელიც პირდაპირ ეწინაააღმდეგება ქვეყანაში განხორცილებულ პოზიტიურ ნაბიჯებს და არ მოსწონს, რა წარმატებებიც აქვს საქართველოს საგარეო მიმართულებით.

„სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია, ეს არის კონკრეტული დაჯგუფება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება წინ გადადგმულ ნაბიჯებს და ჩვენს ევროინტეგრაციას. ეს არის კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც არ სიამოვნებს და არ მოსწონს, რომ საგარეო მიმართულებით ჩვენ გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, უვიზოდ შეძლონ ევროპულ ქვეყნებში გადაადგილება. ეს არის ძალა, რომელმაც 2008 წელს ვერ აიცილა თავიდან ქვეყნის ოკუპაცია, რაც მოხდა, რამდენი სოფელიც დავკარგეთ, რამდენი გარდაიცვალა, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს“,- განაცხადა კახა კალაძემ.