კახა კალაძე - ოპოზიცია შანტაჟის ენით თუ გვესაუბრება, მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ არ ესაუბრება, არამედ მთელ საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს
კახა კალაძე - ოპოზიცია შანტაჟის ენით თუ გვესაუბრება, მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ არ ესაუბრება, არამედ მთელ საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია შანტაჟის ენით თუ საუბრობს, მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ არ ესაუბრება, არამედ მთელ საზოგადოებას და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს.

კალაძემ პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს მოგონილი თემაა და საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის პრობლემა. შანტაჟის ენით თუ გვესაუბრებიან, ისინი არ ესაუბრებიან მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“, ესაუბრებიან მთლიანად საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

შესაბამისად, შეთანხმება რაზეც მოხდა, ამერიკის საელჩომ გამოაქვეყნა და იქ ყველაფერი მარტივადაა გაწერილი. ეს არის უბრალოდ მოგონილი თემა, საქართველოში პოლიტპატიმრები ჩვენ არ გვყავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.