კახა კალაძე - ოპოზიცია დესტრუქციით შემოიფარგლება, ეს ქმედებები მათ დააზიანებთ და ყველაფერი გამოჩნდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
კახა კალაძე - ოპოზიცია დესტრუქციით შემოიფარგლება, ეს ქმედებები მათ დააზიანებთ და ყველაფერი გამოჩნდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

ოპოზიცია მათი არსებობის მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციით შემოიფარგლება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ქმედებები, პირველ რიგში, მათ დააზიანებს და ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდება.

„ჩვენ თუ შევხედავთ ოპოზიციის ქმედებებს, მთლიანად მათი არსებობის მანძილზე, ისინი მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციით შემოიფარგლებიან და ძალიან ცუდია. ცუდია, პირველ რიგში, მათთვის, ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ არაუშავს, საზოგადოება, ხალხი ყველაფერს ხედავს. მე არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ პანდემიის დროს, ამ რთულ პერიოდში, თუ როგორი ზიზღით მოიხსენიებდნენ ადამიანებს, ვინც ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისთვისა და სიცოცხლისთვის. შესაბამისად, ეს ქმედებები მათ დააზიანებთ და ეს ყველაფერი გამოჩნდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა კალაძემ.