კახა კალაძე - ოპოზიცია ცდილობს, რაღაცნაირად მიაჩუმათოს ბიუჯეტში ქალაქის სასიკეთოდ შეტანილი ცვლილებები
კახა კალაძე - ოპოზიცია ცდილობს, რაღაცნაირად მიაჩუმათოს ბიუჯეტში ქალაქის სასიკეთოდ შეტანილი ცვლილებები

ოპოზიციური პარტიებიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული მცდელობა, რაღაცნაირად მიაჩუმათონ ბიუჯეტში ქალაქის სასიკეთოდ შეტანილი ცვლილებები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ოპონენტებს ეს არ გამოუვათ და აღნიშნა, რომ თბილისის მერიას შესაძლებლობა აქვს, მიაწოდოს მოსახლეობას სწორი ინფორმაცია.

„ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ ვხედავთ, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიებიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული მცდელობა, რაღაცნაირად მიაჩუმათონ ჩვენს მიერ ბიუჯეტში ქალაქის სასიკეთოდ შეტანილი ცვლილებები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ნამდვილად არ გამოუვა არავის. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია საზოგადოებას, მედია თავისუფალია, არსებობს სხვადასხვა საშუალებები და შესაძლებლობები, რომ სწორი ინფორმაცია ჰქონდეს მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გასულ კვირას, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ბიუჯეტის ოდენობა გაიზარდა 861 მილიონიდან 896 მილიონ ლარამდე. საკრებულოს ოპოზიციამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

დატოვე კომენტარი