კახა კალაძე - ოჯახი ქართველისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი, ჩვენი ერის იდენტობის ნაწილი, სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს
კახა კალაძე - ოჯახი ქართველისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი, ჩვენი ერის იდენტობის ნაწილი, სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს

ოჯახი ქართველისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი, ჩვენი ერის იდენტობის ნაწილი, სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოჯახურ ღირებულებებს დაცვა სჭირდება.

„უპირველესად, გილოცავთ დღევანდელ დღეს, სრულიად საქართველოს ვულოცავ. ეს დღე განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია, რადგან ყველამ ვიცით ოჯახის მნიშვნელობა. ოჯახი, ოჯახური ღირებულება ქართველისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი, უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ერის იდენტობის ნაწილი. ამ ყველაფერს სჭირდება დაცვა. რა თქმა უნდა, ყველას ვულოცავ. ვხედავთ, რამდენი ადამიანია გამოსული და ეს სასიამოვნოა. სრულიად საქართველოს, ყველა ქართველს, ქართულ ოჯახს ვულოცავ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა კალაძემ.