კახა კალაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ტურნირზე გამარჯვებას ულოცავს

22:08, 13.03.2021

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ტურნირზე გამარჯვებას ულოცავს.

„ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება – ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰას ტურნირი მოიგო. ვულოცავ ნიკა ბასილაშვილს და მთელ საქართველოს ამ დიდ წარმატებას“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის ტრიუმფატორი გახდა.

მსგავსი